The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა გიორგაძე

გოჩა გიორგაძე
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1966
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 1993  (27 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ზემო სიმონეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზო, თერჯოლის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

კონსტანტინე ლესელიძის სახელობის სპეციალიზებულ სამხედრო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ სიმფეროპოლის უმაღლეს პოლიტიკურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა.

სამი წელი მუშაობდა ქუთაისის სარემონტო საამშენებლო სამმართველოში მუშად. დაუსწრებლად განაგრძო სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე. იყო დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში მეცნიერ-მუშაკი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს მოხალისედ წავიდა, დაინიშნა ტყიბულის სწრაფი რეაგირების მე-17 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილედ. ერთ-ერთი შეტაკების დროს, 1993 წლის 3 ივლისს მძიმედ დაიჭრა, შემდეგ დაინიშნა თერჯოლის სწრაფი რეაგირების ბატალიონის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ზურგში, საბრძოლო მასალებით ამარაგებდა მებრძოლებს. დაიღუპა 1993 წლის 22 აგვისტოს იარაღის საწყობის აფეთქების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.131


გააზიარე: