Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ გოგია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1992 წელს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 ("ბაგრატიონის") ასეულში. მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციაში: ტამიშში, კინდღში, ლაბრაში, ცუგუროვკაში, კამანში. 1993 წლის 14 იანვარს, სოფელ კვიტოულში "ბაგრატიონელები" ალყაში მოაქციეს, ასეული მტერს რვა საათის განმავლობაში იგერიებდა; "ბაგრატიონმა" საგრძნობი ზარალი მიაყენა მტერს და ალყის გარღვევაც შეძლო. ასეულმა დიდი წვლილი შეიტანა აგრეთვე 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შტურმის დროს. ნიკოლოზ გოგია მონაწილეობდა გუდაუთის რაიონში ჩატარებულ სპეციალურ სადესანტო - სადაზვერვო ოპერაციაში. დაიღუპა 1993 წლის 31 მარტს, სოფელ კამანში მორიგი საბრძოლო ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და სოხუმის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.136 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |