შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, საჩხერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მშენებელის კვალიფიკაციით 2002 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტურანტურა. 2003-2007წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების სისტემების კათედრა ინჟინერ-პროგრამისტი; 2007-2015წწ. სამშენებლო ფაკულტეტი, მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების სისტემების კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 2015-2020წწ. სამშენებლო ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი; 2020 წლიდან მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპქრტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე არის საპროექტო ორგანიზაცია "ალფა პროჯექტ ჯორჯია"-ს დამფუძნებელი და მთავარი ინჟინერი; 2014 წლიდან მუშაობს სამშენებლო ორგანიზაცია "დავიდე"-ში ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე; 2018 არის სამშენებლო ორგანიზაცია "მოდილიონი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი; 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2015), პროფესორი (2015). წყარო: საქართველოს ტექნიკური მუნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |