The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკა მაჩაბელი

მაკა მაჩაბელი
ოფიციალური სახელი:მარიამ მაჩაბელი
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 1967  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ხვითი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1917 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის ორდინატორად. 1918 წელს დაბრუნდა სამშობლოში. მუშაობა დაიწყო მშობლიურ სოფელში, სადაც იბრძოდა "ისპანკით" და პარტახტიანი ტიფით დაავადებულთა გადასარჩენად. 1919–1926წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიული კლინიკის ორდინატორი. 1926 წელს პროფ. ნ. მახვილაძესთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოში პროფპათოლოგიური სამსახური. მათი ინიციატივით შეიქმნა ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (2000 წლიდან – ნ. მახვილაძის სახელობის შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1938–1948წწ. პარალელურად ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს პროფპათოლოგიის დარგში. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეხება პროფდაავადებების პრობლემებს. მისი უმთავრესი სამეცნიერო აღმოჩენა იყო (1951) ექსპერიმენტსა და პრაქტიკაში დადგენილი და აღწერილი მანგანუმისმიერი პნევმოკონიოზი (მანგანოკონიოზი). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1937). ერთ-ერთი პირველი ქართველ ქალთა შორის, რომელმაც უმაღლესი სამედდიცინო განათლება რუსეთში მიიღო.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 599

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1954 - ლენინის ორდენი

გააზიარე: