The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მგელიაშვილი

დავით მგელიაშვილი
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1974  (51 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა თბილისის შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი, წარმოების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობით 1996 წელს; თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯი საგზაო პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საქმინაობის სპეციალობით 1998 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს.

1996-1999წწ. - თიანეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს ეკონომისტი; 1999-2001წწ. - თიანეთის რაიონული სასამართლოს წამყვანი სპეციალისტი; 2001-2002წწ. - თიანეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივანი; 2002-2006წწ. - თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2006-2007წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2007-2010წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2008-2010წწ. - მივლიების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში; 2010-2013წწ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2013-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2023 წლის აპრილიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: