1987-1999წწ. - ქ. თბილისის ვაკის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატი; 1995-1999წწ. - არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი პიროვნება - თავისუფალი საზოგადოების", წევრი; 1999-2005წწ. - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 1999-2005წწ. - არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი"-ს წევრი, გამგეობის წევრი; 2005-2009წწ. ირიცხებოდა საერთო სასამართლოების რეზერვის მოსამართლედ; 2009 წელს - საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი; 2010-2015წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით; 2010 წელს - კონსტიტუციური სამართლის ლექტორი დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიაში" სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე; 2011-2013წწ. - თბილისის პოლიტიკურ აკადემიაში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სისხლის სამართლის ლექტორი; 2014 წელს ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს სამართალმცოდნეობის შესავალში; 2012 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი; 2015 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ვადის მიღწევამდე.
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge