The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა გუგეშაშვილი

გოჩა გუგეშაშვილი
Date of birth:22 November, 1960
Date of death:7 July, 1993  (at 32 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბზიფი, გაგრის რაიონი.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის პირველი დღეებიდანვე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გაგრის ბატალიონში რიგით ჯარისკაცად. ის ყველგან იღებდა მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში, სადაც ბატალიონი იბრძოდა. იყო დისციპლინირებული და შემსრულებელი ჯარისკაცი. მეთაურის დავალებას ყოველთვის დროულად და პირნათლად ასრულებდა, რაზეც არაერთხელ დაუმსახურებია მეთაურის მადლობა. 1992 წლის 4 ნოემბერს, გაგრის დაკარგვის შემდეგ, 1993 წლის 20 იანვარს სოხუმში გაგრის ბატალიონის განახლების შემდეგ, გოჩა გუგეშაშვილი  იბრძოდა აჩადარაში, შრომაში, კამანში, გუმაში, ზეგანზე, ბირცხასა და ტამიშში. 1993 წლის 4 ივლისს მძიმედ დაიჭრა გუმისთასთან და მიყენებული ჭრილობისგან თბილისის ჰოსპიტალში გარდაიცვალა 1993 წლის 7 ივლისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.143-144

Awards and Honors

  • 1994 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: