The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მაჭავარიანი

კონსტანტინე მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1919
გარდაცვ. თარიღი:22 მარტი, 2010  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გომელი, ბელარუსი.

დაამთავრა მოსკოვის სამხედრო საჰაერო ძალების სპეცსკოლა 1947 წელს; ვ. ჩკალოვის სახელობის ბორისოგლებსკის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი 1951 წელს; ი. გაგარინის სახელობის სამხედრო საავაციო აკადემია 1964 წელს.

1971–1973წწ. იყო მე-16 საჰაერო არმიის მე-16 გვარდიის გამანადგურებელი დივიზიის მეთაური; 1975–1985წწ. მე-5 საჰაერო არმიის საბრძოლო მომზადების სარდლის მოადგილე; 1985–1987წწ. სსრკ საჰაერო მიმოსვლის მართვის მთავარი სამმართველოს, 1987–1989წწ. აგრეთვე საჰაერო სივრცის სამმართველოს 23-ე მთავარი ცენტრის უფროსი; 1989 წლიდან საჰაერო მიმოსვლის სამმართველოს ერთიანი სისტემის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ავიაციის გენერალ-მაიორი (1973).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 608

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - სსრკ დამსახურებული სამხედრო მფრინავი

გააზიარე: