The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გურული

ჯემალ გურული
დაბადების თარიღი:1963
გარდაცვ. თარიღი:26 ნოემბერი, 1992  (29 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ წირქვალის სასაფლაო, ჭიათურის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წირქვალი, ჭიათურის რაიონი.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჭიათურის "დოსააფში" დაეუფლა მძღოლის პროფესიას და მუშაობა დაიწყო  №3 ავტოსატრანსპორტო საწარმოში მძღოლად. 1982 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1984 წელს უფროსი სერჟანტის წოდებით დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს და მუშაობა დაიწყო 2 ავტოსატრანსპორტო საწარმოში, თვითმცლელი ავტომანქანის მძღოლად. 1986 წელს მუშაობდა 1 ავტოსატრანსპორტო საწარმოში ავტობუსის მძღოლად. 1992 წლიდან იყო "მხედრიონის" წევრი და იმავე წლის სექტემბერში საომრად წავიდა აფხაზეთში. იბრძოდა გაგრაში, შემდეგ ოჩამჩირეში. დაიღუპა 1993 წლის თებერვალში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.152-153

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: