| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩუბინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მშენებელის კვალიფიკაციით 2003 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2006 წელს. 2005-2009წწ. შ.პ.ს. სამეცნიერო-კვლევითი საწარმო "მაგისტრალი" საპროექტო განყოფილება, ინჟინერი; 2009-2011წწ. ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შ.პ.ს. "ლაბორატორია", ინსპექტირებისა და ვიზუალური მონიტორინგის განყოფილება, მთავარი სპეციალისტი; 2009-2011წწ. შპს "ქარვის გზა", საპროექტო განყოფილება, ინჟინერი; 2010-2011წწ. საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მშენებარე აღმოსავლეთ–დასავლეთ მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ტექნიკური აუდიტი, ძირითადი შემსრულებელი-ტექნიკური აუდიტორი; 2012-2020წწ. შპს "გლობალ პროჯექთ", დირექტორი; 2014-2016წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, საგზაო დეპარტამენტი, მოწვეული მასწავლებელი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, საგზაო დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი. 15-დე სამეცნიერო ნაშრომის მავტორი. აკადემიური დოქტორი (2011), პროფესორი (2017). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

