Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ მაჭარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1979 წელს. 1983–1989წწ. მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად ბიოფიზიკის ცენტრში; 1990–1992წწ. ჰიდრომეტეოროლოგიურ და 1993 წლიდან გეოფიზიკის ინსტიტუტებში. 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის გეოფიზიკური ველების დინამიკის და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორის ხელმძღვანელი; 2004 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის კონსულტანტი. მისი ინტერესების სფეროა რთული სისტემები, არაწრფივი დინამიკა, რთული პროცესების დინამიკის თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზი, დისციპლინათშორისო კვლევები. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 612; დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი: ies.iliauni.edu.ge; თსუ-ს სამეცნიერო პორტალი: rp.tsu.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |