The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ მაჭარაშვილი

Date of birth:16 September, 1923  (101 years)
Date of death:19??
Category:Architect, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1956წწ. მუშაობდა "აფხაზპროექტში" (სოხუმი); 1957–1959წწ. "საქქალაქმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალში;  1959–1968წწ. თბილისში ამავე სათავო ინსტიტუტში (პროექტის მთავარი არქიტექტორი); 1968–1972წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის სამმართველოში და სხვ. 1954–1957წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. მონაწილეობას იღებდა არქიტექტურულ კონკურსებში. ნამუშევრები: ადმინისტრაციული შენობა (1950, გაგრა), ასასვლელი სოხუმის მთაზე (1952), საცხოვრებელი სახლები კელასურში, სოხუმში, გაგრაში (1954–1957); რესტორანი "ეშერა" (1956); ასევე თბილისში – №1 სამშობიარო სახლის, მე-8 საქალაქო საავადმყოფოსა და საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის შენობების რეკონსტრუქცია და სხვ. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 612

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: