შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის მახათაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ციმბირის სამხედრო გიმნაზია 1882 წელს, კონსტანტინეს სამხედრო (1884) და მიხეილის საარტილერიო (1886) სასწავლებლები, გენერალური შტაბის აკადემია (1891). 1883 წლიდან მსახურობდა მე-5 სარეზერვო საარტილერიო და 65-ე საარტილერიო ბრიგადებში; 1903–1905წწ. იყო ურალის ოლქის ჯარების შტაბის უფროსი; 1905–1909წწ. სევასტოპოლის 128-ე ქვეითი პოლკის, 1909–1912წწ. აღმოსავლეთ ციმბირის მე-4 მსროლელი დივიზიის 1-ელი ბრიგადის მეთაური; 1912 წელს ავადმყოფობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან; რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1909). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 614-615
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |