შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი დანელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
სწავლობდა თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში, სწავლის პარალელურად აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. მონაწილეობდა თითქმის ყველა აქციაში, რომელიც მიძღვნილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი. ჩართული იყო სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებში. აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩაება საბრძოლო მოქმედებებში. 1992 წლის 22 ოქტომბერს, სოფელ აჩადარაში საომარი მოქმედებების დროს დაიჭრა და გადმოყვანილი იქნა თბილისში, გარდაიცვალა 23 ოქტომბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. აფხაზეთში დაღუპული მამუკა დანელიას ძმა.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.160 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |