დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი 2007 წელს და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი 2009 წელს; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2011 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2008-2009წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2009-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი და მოსამართლის თანაშემწე; 2016-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი - მწერალი თანაშემწე; 2018-2019წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მწერალი-თანაშემწე. 2020 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge