Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოჩა ელბაქიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. სწავლობდა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკური აღზრდისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების ფაკულტეტზე. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა უნგრეთში. მუშაობდა ურბნისის საშუალო სკოლის დაწყებითი სამხედრო მომზადების მასწავლებლად. 1991 წელს გაიწვიეს წვევამდელთა მოსამზადებლად ახალციხეში 3 თვით, შემდეგ დაინიშნა პირველი სატანკო ასეულის მეთაურად. 1992 წლიდან მონაწილეობდა აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს ტამიშის დესანტის გადმოსხმის დროს. ასეულს, რომლის მეთაურიც ის იყო, გოჩა ელბაქიძის სახელი ეწოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.167
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |