The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ელბაქიძე

გოჩა ელბაქიძე
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1962
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1993  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

სწავლობდა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკური აღზრდისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების ფაკულტეტზე.

სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა უნგრეთში. მუშაობდა ურბნისის საშუალო სკოლის დაწყებითი სამხედრო მომზადების მასწავლებლად. 1991 წელს გაიწვიეს წვევამდელთა მოსამზადებლად ახალციხეში 3 თვით, შემდეგ დაინიშნა პირველი სატანკო ასეულის მეთაურად. 1992 წლიდან მონაწილეობდა აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს ტამიშის დესანტის გადმოსხმის დროს. ასეულს, რომლის მეთაურიც ის იყო, გოჩა ელბაქიძის სახელი ეწოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.167


გააზიარე: