The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი მახარაძე

დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1922
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 1994  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ციხესულორი, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1948 წელს.

1953–1954წწ. იყო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1955–1956წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ლექტორი; 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1972–1979წწ. იყო ეკონიმიკის ფაკულტეტის დეკანი; 1971–1980წწ. პოლიტეკონომიის კათედრის გამგე;  1980–1994წწ. იგივე თანამდებობა ეკავა ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება სასაქონლო-ფულადი ურთიერთობებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივის საკითხებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1975).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 618

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: