The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაშა ჩხიკვაძე

ლაშა ჩხიკვაძე
Date of birth:5 December, 1974  (50 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი 1997 წელს; 1998-2005წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ასპირანტი, დოქტორანტი.

1998 წელს - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში სამხედრო თარჯიმანი; 1998-2001წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო სამართლებრივ სისტემათა კათედრის ლაბორანტი; ამავე წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტთან არსებული "იურიდიული კლინიკის" აღმასრულებელი დირექტორი, შემდგომ კავშირი "ინტერლოუს" აღმასრულებელი დირექტორი; 2001-2005წწ. - საქართველოს საგადასახადო და შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამართლებრივ საქმეთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იურიდიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, მთავარი ინსპექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი სპეციალურ საკითხებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2006-2007წწ. - საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მრჩეველი; 2007 წელს დაინიშნა მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში; 2007-2013წწ. უფლებამოსილებას ახორციელებდა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში; 2013 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: