შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად ტიგინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1998 წელს; მაგისტრატურა 2000 წელს. 2005 წელს მუშაობას იწყებს შპს "კანარგო-ჯორჯია"-სთან მონიტორინგის ჯგუფში მეტყევე-ექსპერტად; 2006 წლის აპრილიდან შპს "მწვანე სიცოცხლეშ"-ში ტქსატორად; 2006 წლის ოქტომბრიდან არის ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო-მეტყევეობის ინსტიტუტის ტყის ბიომრავალფეროვნების, დაგეგმარებისა და ექსპერტიზის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. 2006 წლის ივნისში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს", მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.102; საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია: gaas.dsl.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |