The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მახარაძე

დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1971 წელს.

1971 წელს დაიწყო მუშაობა იქვე ანალიზური ქიმიის კათედრაზე. 1979–1984წწ. იყო ანალიზური ქიმიისა და გარემოს ქიმიის კათედრის ასისტენტი; 1984–2003წწ. დოცენტი; 2003 წლიდან პროფესორი; 2007–2010წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების ქიმიის მიმართულებას; 2012 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; მისი სამეცნიერო გამოკვლევები ეხება ანალიზური ქიმიისა და გარემოს ქიმიის სფეროს; საქართველოში მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ბუნებრივ წყლებში მძიმე ლითონების მიგრაციის ფორმებისა და მძიმე ლითონების ბუნებრივ მაკრომოლეკულებთან (ფულმომჟავებთან და ჰუმინის მჟავებთან) კომპლექსწარმოქმნის პროცესების შესწავლა. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს ეუთოს (OSCE), NATO-ს, სოროსის ფონდის საერთაშორისო ეკოლოგიური ასოციაციის (YSR), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), მსოფლიო ბანკის (WB) და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) გრანტები. არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის, აგრეთვე წყლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2003). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 618


გააზიარე: