The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ მახარაძე

Date of birth:5 April, 1928
Date of death:30 November, 2006  (at 78 years)
Category:Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1952 წელს.

1952–1961წწ. მუშაობდა კომბინატ "საქნახშირის" ტყიბულის ქვანახშირის შახტებში; 1961–1964წწ. მოსკოვის სამთო ინსტიტუტში; 1965–1985წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1985–1991წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ახლანდელი აგრარული უნივერსიტეტი) გამოყენებითი მექანიკის კათედრაზე; 1991–2006წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში თავდაპირველად მანქანათა ნაწილების, შემდეგ სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის კათედრებზე პროფესორად. მან შეიმუშავა არაერთი სამაგრი კონსტრუქცია, რომლებიც დაინერგა ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროებში. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრი. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას.  სამთო ინჟინერი, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებელი, პროფესორი (1983). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 620

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: