The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრანჩესკო-მარია მაჯო

ფრანჩესკო-მარია მაჯო
დაბადების თარიღი:1612
გარდაცვ. თარიღი:1637  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პალერმო, იტალია.

1637 წელს ჩამოვიდა ავიტაბილეს მოწვევით საქართველოში და რვა წლის განმავლობაში მოღვაწეობდა თავდაპირველად გორში, შემდეგ – სამეგრელოში, ძირითადად კი – გურიაში. 1643 წელს რომში ლათინურ ენაზე გამოსცა ნაშრომი "თხზულება აღმოსავლური ენების შესახებ, რომლებიც საქართველოს მხარეებში იხმარება" (მეორე გამოცემა 1670). წიგნის პირველი ნაწილი არის  "...ქართული, ანუ იბერიული სასაუბრო ენის გრამატიკული წესები" ("... Georgianae, seu Iberiae vulgazis linguae – Institiones grammaticas"). გრამატიკული ნაწილი შედგება ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და პროსოდიისაგან. იგი იწყება ქართული ანბანით (ასოები და ასოთა სახელები) შესაბამისი ლათინური ტრანსლიტვრებითურთ, რომლებიც შექმნილია ქართული ბგერების თვისებათა გათვალისწინებით. ავტორი ემყარება ს. პაოლინისა და ნ. ირბაქის (ნ. ჩოლოყაშვილი) ტრანსლიტერაციის წესებს. XVII–XVIII სს. ევროპელი მეცნიერები ქართულ ენას მისი ნაშრომით ეცნობოდნენ. თეატინელი ბერი, მისიონერი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 628; მედია მაუწყებელი EXCLUSIVETV.GE : exclusivetv.ge


გააზიარე: