Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჯინჯოლია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2008 წელს; 2009 წელს გაიარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2014 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით; 2010-2011წწ. გაიარა პრაქტიკა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში; 2011 წელს გაიარა პროფესიული პრაქტიკა საქართველოს პროკურატურის იუსტიციის სასწავლო ცენტრში; 2011-2012წწ. იყო საქართველოს პროკურატურის სტაჟიორი. 2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2012-2016წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გ.მ.ს. გამომძიებელი, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გ.მ.ს. გამომძიებელი; 2016-2019წწ. - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი; 2020-2021წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე; 2021-2022წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლის საქმეთა მოსამართლე; 2022 წლის იანვრიდან ნოემბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე. 2022 წლის ნოემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |