შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაჰიდატ მაჰომედბეკოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხუნზახი, დაღესტანი. დაამთავრა დაღესტნის პედაგოგიური ინსტიტუტი 1942 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით 1949 წელს. 1942–1946წწ. მუშაობა დაიწყო ბოტლიხისა და ვედენოს (დაღ.) საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1950–1952წწ. მუშაობდა დაღესტნის პედაგოგიურ ინსტიტუტსა და განათლების სამინისტროში. 1967–1982წწ. იყო თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სასცენო მეტყველების პედაგოგი; 1952–1999წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. დაღესტანოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970). ახვახურსა და კარატულ ენებზე პირველი სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 628; archive.ph ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |