The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა ფასურაშვილი

ნათელა ფასურაშვილი
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1977 წელს.

1968 წლიდან მუშაობდა ქიმიური მრეწველობის სამმართველოში; თბილისის ქარხანა "მაგნიტოფონ"-ში და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საცდელ-სასწავლო ინსტიტუტში; 1972 წლიდან ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტში, ჯერ ლაბორანტად; შემდეგ კი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. წლების მანძილზე იყო საერთაშორისო პროგრამა "ადამიანი და ბიოსფერო"-ს (MAB) საკავშირო პროექტის სწავლული მდივანი; 2005-2006წწ. იყო ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტთან არსებულ სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოში ინტროდუქცირებული ზოგიერთი მერქნიანი სახეობის ბიოლოგიური თავისებურებანი", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.106


გააზიარე: