The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდო თაბაგარი

ჯონდო თაბაგარი
სხვა სახელი:ჯონი თაბაგარი
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1965
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 1993  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი რგანი, ჭიათურის რაიონი.
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რგანი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა ჭიათურის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი ხარატის სპეციალობით.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ  გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მუშაობდა ჭიათურის მაღაროში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რეზერვისტი ჯონდო  თაბაგარი  გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. ის ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში. სერჟანტი ჯონდო თაბაგარი 1993 წლის 23 ივლისს შრომა-ახალშენის მიდამოებში უთანასწორო  ბრძოლის დროს თავის ტანკის ეკიპაჟის წევრებთან ერთად გმირულად დაიღუპა. დიდი ძალისხმევის შედეგად, მისი  ცხედარი ტყვე ჯარისკაცში გაცვალეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.181-182


გააზიარე: