შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯონდო თაბაგარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რგანი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ჭიათურის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი ხარატის სპეციალობით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მუშაობდა ჭიათურის მაღაროში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რეზერვისტი ჯონდო თაბაგარი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. ის ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში. სერჟანტი ჯონდო თაბაგარი 1993 წლის 23 ივლისს შრომა-ახალშენის მიდამოებში უთანასწორო ბრძოლის დროს თავის ტანკის ეკიპაჟის წევრებთან ერთად გმირულად დაიღუპა. დიდი ძალისხმევის შედეგად, მისი ცხედარი ტყვე ჯარისკაცში გაცვალეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.181-182
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |