The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივერი აბაშიძე

ივერი აბაშიძე
Date of birth:2 December, 1976  (48 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: შუახევის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2000 წელს; 1999 წელს გაიარა იურისტის საკვალიფიკაციო კურსები; 2008 წელს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2010 წელს სსიპ "იუსტიციის უმაღლეს სკოლაში" გაიარა სასამართლოს მენეჯერის სასწავლო კურსი და ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდები; 2011 წელს იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში (ვაშინგტონი, ბოსტონი), "OPEN WORLD"-ის პროგრამის ფარგლებში, მენეჯმენტურ უნარჩვევებთან დაკავშირებულ ლექცია სემინარებზე; 2012 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2016 წელს იმყოფებოდა ქ. პარიზში საფრანგეთის საკასაციო სასამართლოში - საქართველოს საერთო სასამართლოების მოხელეებისათვის გამართულ - სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მიზნით; 2016- 2017წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2016 წლის დეკემბერში იმყოფებოდა გერმანიაში ქ. ჰამბურგში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისათვის გამართულ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მიზნით; 2017 წელს იმყოფებოდა საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისათვის გამართულ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მიზნით.

1999-2000წწ. - შუახევის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორი; 2002-2003წწ. გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში; 2004-2005წწ. - ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, დაცვის თანამშრომელი; 2005-2009წწ. - ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2009-2010წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსი, საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, 2010 წლიდან -  ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მენეჯერი; 2011-2017წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი; 2018 წლის იანვრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: