The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეონა ეპიტაშვილი

თეონა ეპიტაშვილი
Date of birth:4 December, 1988  (36 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2010 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით 2014 წელს; 2019-2020წწ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები.

2008-2009წწ. გაიარა პრაქტიკული კურსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში; 2009 წელს გაიარა პრაქტიკული კურსი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში; 2010-2011წწ. გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2011-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საინფორმაციო ბიუროს კონსულტანტი / სხდომის მდივანი; 2020-2022წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2022 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: