შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეონა ეპიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2010 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით 2014 წელს; 2019-2020წწ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები. 2008-2009წწ. გაიარა პრაქტიკული კურსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში; 2009 წელს გაიარა პრაქტიკული კურსი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში; 2010-2011წწ. გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2011-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საინფორმაციო ბიუროს კონსულტანტი / სხდომის მდივანი; 2020-2022წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2022 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |