შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე თათარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, გულრიფშის რაიონი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ალექსანდრე თათარიშვილი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადაში ჩაირიცხა 1992 წლის 18 ნოემბერს, ბრიგადის განსაკუთრებული ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულის თანამდებობაზე. საომარი მოქმედებების დროს მონაწილეობას ღებულობდა როგორც შტაბის, ასევე ბატალიონების მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო-სადაზვერვო ოპერაციაში, აწარმოებდა ტყვეების დაკითხვასა და სხვადასხვა საკითხების გამოძიებას. 1993 წლის 15-16 მარტის შემოტევის დროს დაიჭრა თავში, მკურნალობის შემდეგ დაუბრუნდა თავისი მოვალეობების შესრულებას. დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს საბრძოლო დავალების შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. გამომძიებელი, პოლიციელი. მაიორი.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.184-185
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |