შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა თაყაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მუშაობდა ქარხანა "ელექტროძრავაში" მუშად. 1990 წელს გაიწვიეს ეროვნულ გვარდიაში, სადაც იმსახურა 2 წელი. 1992 წელს ჩაირიცხა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1992 წლიდან მუშაობდა მეტროპოლიტენის სპეცნაწილში, ხოლო 1993 წლის მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის სამძებრო განყოფილებაში. გელა თაყაძე იბრძოდა სამაჩაბლოში, 1993 წლის 19 სექტემბერს, თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთში წავიდა საბრძოლველად. დაიღუპა 1993 წლის 26 სექტემბერს, სოხუმის დაცემის წინა დღეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ. 187
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |