The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესიკ თორია

ბესიკ თორია
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1968
გარდაცვ. თარიღი:14 ნოემბერი, 1992  (24 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გუდავა, გალის რაიონი.

1986-1988 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო  სამსახური. 1989-1991 წლებში მუშაობდა გუდავის ეთერზეთების ქარხანაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ბესიკ თორია ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში - ჯავშანმანქანის მძღოლ-მექანიკოსად. მონაწილეობდა ყველა იმ ოპერაციაში, რასაც ბატალიონი აწარმოებდა სოფელ ფოქვეშის და ოხურეის მიმართულებით. დაიღუპა ფოქვეშ-ოხურეის მიმართულებით ჩატარებული ოპერაციის დროს, ეკიპაჟთან  ერთად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.193; შექმენი შენი ისტორია: mematiane.ge


გააზიარე: