The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონი თორღვაშვილი

ჯონი თორღვაშვილი
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1968
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1993  (24 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა ქუთაისის სამთო-სამშენებლო ტექნიკუმი.

სავალდებულო სამხედრო სამსახური თვითონ ავღანეთში მოიხადა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ჭიათურის მაღაროში, ცვლის უფროსად. 1991 წელს მოხალისედ ჩაეწერა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ლეგიონში. მაიორმა ჯონი თორღვაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჯარის მშენებლობაში. იბრძოდა სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში წავიდა თანამებრძოლებთან. 1993 წლის 2 ივლისს, დესანტის გადმოსხმის დღეს, მაიორმა ჯონი თორღვაშვილმა შეძლო პირდაპირი შეტაკების ალყის გარღვევა და თანამებრძოლების გამოყვანა. დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, ახალდაბასთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში დაჭრილი მეგობრის ფრონტის ხაზიდან გამოყვანისას, მასთან ერთად ნაღმზე აფეთქდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.193-194

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: