The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა სანიკიძე

მამუკა სანიკიძე
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებელის კვალიფიკაციით 1980 წელს; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია 2004 წელს; მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა 2006 წელს.

1980-1981წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამშენებლო ფაკულტეტის ლითონის კონსტრუქციების კათედრა, უფროსი ტექნიკოსი; 1981-1982წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო "მშენებლობა", ინჟინერი; 1987-1988წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო, სექტორის უფროსი; 1988-1989წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო, საკონსტრუქტორო და პერსპექტიული სამუშაოების განყოფილების უფროსი - მთავარი კონსტრუქტორის მოადგილე; 1991-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1999წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1999-2000წწ. საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრი ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია, სასწავლო მეთოდური სამმართველოს უფროსი; 2006-2010წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი, სამხედრო-საინჟინრო ხელოვნების თეორიული კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების განყოფილების უფროსი (უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი); 2011 წლიდან  ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი, მიწისზედა ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების განყოფილების უფროსი (მთავარი მეცნიერთანამშრომელი); 2015-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი; 2021 წლიდან  სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი  (2006), პროფესორი (2015).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: