The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ მეგრელიძე

დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:8 ოქტომბერი, 2022  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მახარაძე, ახლანდელი ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) 1961 წელს.

მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობებისა და წარმოების ავტომატიზაციის კათედრაზე; 1967–2019წწ. ხელმძღვანელობდა კვების ინდუსტრიის დეპარტამენტს. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება კვების პროდუქტების წარმოების პროცესებსა და აგრეგატებს. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა და გამოგონებების. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. კვების მრეწველობის დარგის სპეციალისტი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 653

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: