The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ მეითოვი

თინათინ მეითოვი
ოფიციალური სახელი:ნარგილე მეჰთიევა
დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1980  (46 წლის)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქსანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი.

1997-2000 სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო კონსერვატორიაში ხალხური საკრავების ფაკულტეტზე (პედ. ი. იმამვერდიევი).

აღიარებულია აშუღად. ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. არის მირზა-ფათალი ახუნდოვის მუზეუმთან არსებული აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის პედაგოგი (საზი); იქვე მან დააარსა ბავშვთა ანსამბლი "მეიდანი". პარალელურად აგრძელებს საშემსრულებლო მოღვაწეობას. ხშირად მართავს სოლო კონცერტებს აზიისა და ევროპის ქალაქებში. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყავს აზერბაიჯანული გადაცემა "ხაზინა". ასრულებს სხვადასხვა აშუღური ჟანრის (დილგამი, შიქასტა, რუჰანი, თაჯნი, მანსარი, ზარნიჯი, მუხამბაზი გამაჩი, შარილი და სხვ.), აგრეთვე თბილისში გავრცელებული სხვადასხვა სტილის სიმღერებს, მაგალითად, ტუჩდაუდებელს (ვერბალური ტექსტის იმპროვიზაციულად წარმოთქმა, როცა ტუჩი ტუჩს არ ეხება, რომელსაც თბილისში მხოლოდ ის ასრულებს). მის  რეპერტუარშია 72 აშუღური ჰანგი. არის სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატი; საქართველოს ქალთა საბჭოს, აგრეთვე აზერბაიჯანელ ქალთა კავშირისა და აშუღთა საზოგადოების წევრი. საქართველოში პირველი პროფესიონალი აშუღი ქალი, საზზე დაკვრის ვირტუოზი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: