შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი მეიფარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ვარჯიში დაიწყო საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთ ფუძემდებელთან ლ. გოლოვინთან. იყო სსრკ-ის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ფარიკაობაში (1949), ოლიმპიური თამაშების მონაწილე სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში (1952). წვრთნიდა სსრკ-ის ხუთჭიდელთა ნაკრებს, რომელმაც ოლიმპიადის ოქროს მედლები მოიპოვა (1956). 1956-1969წწ. იყო საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 1969-1974წწ. საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის კათედრის გამგე. საკავშირო (1955) და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (ფარიკაობა - რაპირა, დაშნა). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |