შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხათუნა კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1999 წელს; 2000 წელს სამოსამართლეო სწავლების ცენტრში გაიარა სპეციალური სასწავლო კურსი და ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2002 წელს სამოსამართლეო სწავლების ცენტრში გაიარა სპეციალური სასწავლო კურსი - სამოქალაქო საპროცესო სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი; 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1999-2000წწ. - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივანი; 2000-2005წწ. - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწე; 2005-2006წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2006-2014წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე სამოქალაქო სამართლის საქმეთა პალატაში; 2015-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში აპარატის სამართლებრივი და ორგანიზაციული განყოფილების თანაშემწე; 2015-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში აპარატის სამართლებრივი და ორგანიზაციული განყოფილების თანაშემწე; 2015 წლის აპრილიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |