Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი კოპალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2004 წელს; 2004 წელს ჩააბარა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით; 2009 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით; 2009 წელს ჩააბარა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა; 2009 წელს მიწვეული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ ქალაქ პეკინში ორგანიზებული ეკონომიკური განვითარებისა და რეფორმების შესახებ სემინარის მონაწილედ; 2012 წელს გაიარა ტრენინგი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ამერიკული პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით; 2012-2013წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსმენელი. 2004 წელს - თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორი; 2004-2005წწ. - სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში; 2005-2007წწ. - საქართველოს კონტროლის პალატაში იურისტი; 2007-2008წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტი; 2008-2010წწ. - საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტი; 2010 წელს - საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესყიდვების სამმართველოს უფროსი; 2010-2012წწ. - საქართველოს მთავრობის კანცელარიის მრჩეველი; 2013-2015წწ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს უფროსი; 2015 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |