The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ხორავა

ვასილ ხორავა
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1981  (44 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 2002 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მაგისტრატურა ჰიდროენერგეტიკის კვალიფიკაციით 2016 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2019 წელს.

2001-2003წწ. საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთის საკითხებთან შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისია, სპეციალისტი; 2002-2003წწ. სს "საქენერგორემონტი", მე-5 რანგის ენერგეტიკოსი; 2003-2006წწ. ა/ო "ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა გაერთიანება", თავმჯდომარე; 2004-2005წწ. საქართველოს პარლამენტი, დარგობრივი კომიტეტი, ენერგეტიკის სფეროში არსებული დარღვევების შემსწავლელი კომისია, ექსპერტი; 2004-2005წწ. შპს "ენგურჰესი", სამეთვალყურეო საბჭო, საბჭოს მთავარი ენერგეტიკოსი; 2005-2006წწ. შპს "ენგურჰესი" სამეთვალყურეო საბჭო, მთავარი ენერგეტიკოსი; 2005-2007წწ. შპს "პერგამო" (სამშ. კომპ), ტექნიკური დირექტორი, გენერალური დირექტორი; 2006-2007წწ. შპს "ჯეონი" (სამშ. კომპ), გენ. დირექტორი; 2007-2010წწ. შპს "კა-ემ-სი ჯგუფი" (სამშ. კომპ), გენ. დირექტორი; 2010-2013წწ. სააქციო ფონდი "WALL STREET" (ქ. ნიუ-იორკი აშშ), ფინანსისტ-აქციონერი; 2012-2013წწ. სავალუტო ფონდი "FOREX" (ქ. ნიუ-იორკი აშშ), აქციონერი; 2013-2014წწ. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტრო, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი; 2014-2015წწ. ქ. თბილისის მერია, შპს "სინათლის ქალაქი", დირექტორი; 2017-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, საგზაო დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი; 2019-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, საგზაო დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი; 2021 წლიდან შპს "გლობალ ტრანზიტ კორპორაცია", დირექტორი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, საგზაო დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2022 წლიდან შპს "გლობალ პარკინგი", დირექტორი; 2023 წლიდან შპს "საქართველოს სავაჭრო სახლი", დირექტორი; 2023 წლიდან შპს "Dreamcapital", დირექტორი; 2023 წელს შპს "სპეის ჰაუსი", დამფუძნებელი; 2023 წლიდან შპს "Zemo Wind", დირექტორი; 2023 წლიდან შპს "სკილაინ პლუსი ჯგუფი", დირექტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გარემოს ინჟინერიის და უსაფრთხოების აკადემიური დოქტორი (2019), პროფესორი (2019).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: