Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა მელიქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1961 წელს. 1961 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1998 წელს იყო დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამართული გამოფენა "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში". ძირითადი ნამუშევრები: გამარჯვების ძეგლი (ქვა, სიღნაღი; 1965), "ხსოვნის კუბი" (შინმოუსვლელთა მემორიალი, სენაკი; 1984; არქიტექტორები: ვ. დავითაია, შ. ბოსტანაშვილი, გ. გეგელია), ვ. გუნიასა (1983) და შ. დადიანის (1983) პორტრეტები, მეფე აიეტი (მოხატული თაბაშირი; 1985), ნესტორ კალანდარიშვილი (1986; არქიტ. ვ. დავითაია); ბარელიეფი "თბილისური მოტივი" (კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია, 1987); ა. წერეთლის მემორიალი (ა. წერეთელთან ერთად, საჩხერე; 1988); ბარელიეფების სერია "დოვლათი" (თბილ. ცენტრ. ბაზარი; 1988); "მომლოდინე დედა" (ბრინჯაო, თბილისი, 9 აპრილის ბაღი; 2005); თამარ მეფის ძეგლი (ბრინჯაო, მესტია, 2011; არქიტ. შ. ბოსტანაშვილი). ფერმწერი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |