Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ირემაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბორბალო, თეთრიწყაროს რაიონი. 1981-1983 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მუშაობდა კოდის მეფრინველეობის ფაბრიკაში მძღოლად, 1985-1987 წლებში სწავლობდა ცეკავშირის კოოპერაციულ ტექნიკუმში. აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს არჩილ ირემაშვილი ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 11-ე ბრიგადის შაუმიანის 112-ე ბატალიონში (ოცეულის მეთაურის მოადგილე). დაიღუპა 1993 წლის 11 აგვისტოს სოფელ ცაგერასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.208 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |