The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მემედ-აღა ჩაქველი

Date of birth:1790
Date of death:1880  (at 90 years)
Category:Military Person

Biography

XIX ს. 20-იან წლებში იყო ჯავახეთის სანჯაყ-ბეგი, ერთხანს ხელმძღვანელობდა დაღესტნელთა რაზმებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ ქართლს. 1828 წლიდან (ახალციხის ფაშა ახმედ ხიმშიაშვილის ზეობის დროს) იყო საფაშოს მეჯლისის წევრი და ხაზინადარი. 1829 წელს ახალციხის ფაშას სახელით მოლაპარაკება გამართა რუსეთის იმპერიის წარმომადგენელთან, თავად ვ. ბებუთოვთან. მოლაპარაკების უმთავრესი საკითხი ეხებოდა აჭარის რუსთა გამგებლობაში გადაცემას. 1829 წლის აგვისტოში ბარონ ოსტენ-საკენის ლაშქართან შეტაკებისას ხელმძღვანელობდა ზემო აჭარისა და ახალციხის ჯარს. დამარცხების შემდეგ ხიმშიაშვილთა ოჯახს შეაფარა თავი და იქვე ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. ოსმალეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, აჭარელ შერვაშიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი. აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ანტირუსული, პროოსმალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


Share: