შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ირემაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცაგერა, ოჩამჩირის რაიონი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სერგო ირემაძე 1993 წლის 1 თებერვლიდან შუერთდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებს. პოლიციის რიგითი სერგო ირემაძე ირიცხებოდა სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის ლეგიონის მე-4 ათეულში. აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. დაიღუპა სოფელ ცაგერაში 1993 წლის 16 სექტემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.210
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |