The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კაკაშვილი

ზურაბ კაკაშვილი
სხვა სახელი:კახელო
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1963
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 1993  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა I მუსიკალური სკოლის 8 კლასი; პროფსასწავლებელი ავტო-ამწის სპეციალობით.

სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა კალუგის რაიონის ქ. ობნინსკში, საიდანაც არაერთი მადლობის ბარათი მიიღო კრწანისის კომისარიატმა. სხვადასხვა დროს მუშაობდა მძღოლად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის 6 სექტემბერს ზურაბ კაკაშვილი მოხალისედ ჩაეწერა "თეთრი არწივის" ბატალიონში. იყო ოცეულის მეთაური. გაგრის დაცემისას ტყვედ ჩავარდა, მაგრამ მოწინააღმდეგის ტყვეში გაცვალეს. დაიღუპა 1993 წლის 11 აგვისტოს სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.215


გააზიარე: