The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა კაკიაშვილი

გელა კაკიაშვილი
Date of birth:23 November, 1965
Date of death:29 July, 1993  (at 27 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

სწავლობდა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში.

სამხედრო - სავალდებულო სამსახური ქ. ორნებურგში მოიხადა. ხაშურში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მემანქანის თანაშემწედ, შემდეგ მემანქანედ; 1992 წლის 1 დეკემბრიდან, როგორც რეზერვისტი, გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში; დაინიშნა ოცეულის მეთაურად თავდაცვის სამინისტროს ცალკეული, სადესანტო მოიერიშე N115-ე სპეცდანიშნულების ბატალიონში. აღნიშნული ბატალიონი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ბატალიონმა 1993 წლის 2 ივლისს, სოფელ ტამიშის რეგიონში გადმოსული დესანტის განადგურებაში მიიღო მონაწილეობა. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის გელა კაკიაშვილს გამოეცხადა მადლობა და მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. დაიღუპა 1993 წლის 29 ივლისს, საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა საბრძოლო მანქანა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.215-216

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: