შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერონტი ხარაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კავშირი, ლაგოდეხის რაიონი. 1942-1946 წლებში მუშაობდა ამავე რაიონის რვაწლიანი სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. 1950 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტს ტყის მეურნეობის ინჟინრის კვალიფიკაციით დაინიშნება რიწის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორად. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს ჰიდროტექნიკის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა სამთო მელიორაციის განხრით. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "თბილისის მიდამოების ფერდობების მელიორაციის საკითხისათვის" და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. გერონტი ხარაიშვილი 1954-1959წლებში მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა ნიადაგის ეროზიისა და სელური ღვარების საწინააღმდეგო სატყეო-სამელიორაციო ღონისძიებების დასადგენად. 1960 წლიდან იგი სამუშაოდ გადავიდა ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტში, სადაც 1975 წლამდე იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1976-1988 წლებში სატყეო მელიორაციის, ხოლო 1989-2006 წლებში ტყის აღდგენისა და სატყეო მელიორაციის ლაბორატორიის გამგე; შემდეგ კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. გერონტი ხარაიშვილს გამოქვეყნებული აქვს 141 სამეცნიერო შრომა, მათ შორის ათი მონოგრაფია. მის შრომებში ძირითადად განხილულია აგროსატყეო მელიორაციის, ტყის აღდგენის, ტყის ჰიდროლოგიის, ნიადაგის ეროზიასთან და ღვარცოფებთან ბრძოლის პრობლემატური საკითხები. 1980 წელს ქ. ვოლგოგრადში საკავშირო აგროსატყეო მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალიზირებული საბჭოს სხდომაზე წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლის სატყეო სამელიორაციო ღონისძიებების მეცნიერული საფუძვლები საქართველოში", რისთვისაც მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. გერონტი ხარაიშვილს 1964 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის სამეცნიერო წოდება ტყეთმცოდნეობის სპეციალობით; 1992 წელს პროფესორის წოდება აგროსატყეო მელიორაციისა და დაცვითი ტყის გაშენების სპეციალობით.გერონტი ხარაიშვილი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ახალგაზრდა მეცნიერული კადრების მომზადების მხრივ. იგი აქტიურად მონაწილეობდა აგრეთვე საზოგადოებრივ საქმიანობაშიც: წლების მანძილზე იყო ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, სამთო მეტყევეობის სექციის სწავლული მდივანი ამიერკავკასიის რესპუბლიკების მასშტაბით,სელური ნაკადებისა და წყალდიდობების წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივი კომისიის წევრი, დაცვითი ტყის გაშენებისადა აგროსატყეო მელიორაციის საკავშირო საპრობლემო კომისიის წევრი, საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი და სხვ. მეტყევე, მელიორატორი. წყარო: გერონტი ხარაიშვილი : ქართული სატყეო მეცნიერების დიდი დანაკლისი / რევაზ ჩაგელიშვილი, ელდარ ლობჟანიძე, ბიძინა თავაძე, ლაშა დოლიძე // სატყეო მოამბე : საერთაშორისო რეფერირებული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი.- თბილისი, 2011.- აგვისტო.- N 4.-გვ.140-142 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |