Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათია მარშანია![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი იურიდიული განხრით 2006 წელს; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართალში; 2008 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით; 2011 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2007-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2008-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2017-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე - მთავარი კონსულტანტი; 2020 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2014 წელს გამოაქვეყნა სტატია თემაზე - "დაზღვევის ხელშეკრულების დადების მომენტი საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის მიხედვით", სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში "თემიდა". წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |